“2022 წელს მოგვეცა მითითება, აღარ ვიმუშაოთ გელათში, ნებისმიერი განცხადება, რომელიც დაგვწამებს ცილს, რომ რაღაცას ვაფუჭებთ გელათში, დასრულდება სასამართლოში”

291
spot_img

2022 წლის 3 ოქტომბრის შემდეგ ჩემთვის აბსოლუტურად უცნობია, რა ხორციელდება გელათში, ნებისმიერი ადამიანის საჯარო განცხადება, რომელიც დაგვწამებს ცილს, რომ ჩვენ ამჟამად რაღაცას ვაფუჭებთ გელათში, დასრულდება სასამართლოში, რადგან ამის მოთმენას აღარ ვაპირებ, – ამის შესახებ კულტურის მინისტრობის კანდიდატმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

წულუკიანის თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია, რა სამუშაოები ხორციელდება ამჟამად გელათში.

„ძალიან სამწუხაროა, რომ 2022 წლის 3 ოქტომბრიდან ჩვენ მოგვეცა მითითება, რომ აღარ ვიმუშაოთ გელათში. ამიტომ, 2022 წლის 3 ოქტომბრის შემდეგ ჩემთვის აბსოლუტურად უცნობია, რა ხორციელდება იქ. მე ვაპირებ და ასეთი დავალება აქვთ ჩემს თანამშრომლებსაც, რომ ნებისმიერი ადამიანის საჯარო განცხადება, რომელიც დაგვწამებს ცილს, რომ ჩვენ ამჟამად რაღაცას ვაფუჭებთ, ყველა ამგვარი განცხადება დასრულდება სასამართლოში, რადგან ამის მოთმენას აღარ ვაპირებ“, – განაცხადა წულუკიანმა.