რუსეთის წინააღმდეგ ევროპული სანქციების მე-13 პაკეტი შესაძლოა, დიპლომატებს შეეხოს -Politico

40
spot_img

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-13 პაკეტზე მუშაობს, რომელიც შესაძლოა, დიპლომატებს შეეხოს. თუმცა, მათთვის გადაადგილების შეზღუდვა მოხდება არა მთლიანად შენგენის ზონის ფარგლებში, არამედ იმ ქვეყნის მიერ, სადაც ისინი არიან აკრედიტებული.

როგორც Politico ერთ-ერთ ევროპელ დიპლომატზე დაყრდნობით წერს, ეს არის ჩეხეთის დიდი ხნის შეთავაზება.

თუმცა, როგორც Politico აღნიშნავს, ამის გაკეთება ადვილი არ არის, რადგან შენგენის ზონაში მოგზაურობის უმეტესობა არ კონტროლდება.

მოსალოდნელია, რომ სანქციების მე-13 პაკეტი უკრაინაში რუსეთის შეჭრის მეორე წლისთავს, 2024 წლის 24 თებერვალს დაემთხვეს.