![nuland](https://geotimes.ge/wp-content/uploads/2024/03/nuland.webp)
პოლიტიკურ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ვიქტორია ნულანდი თანამდებობას ტოვებს. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
როგორც სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნეს, ვიქტორია ნულანდს დროებით ჯონ ბასი შეცვლის, რომელიც ამჟამად სახელმწიფო მდივნის მოადგილეა, ხოლო 2009-2012 წლებში საქართველოში აშშ-ის ელჩი იყო.