,,ვინ კარნახობდა კრამონს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებებს?!” – მიქანაძე

37
spot_img

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე Politico-ს სტატიას გამოეხმაურა, რომელშიც საუბარია ევროპარლამენტარების, მათ შორის ვიოლა ფონ კრამონის და „ეფესბეს“ გავლენის აგენტის შეხვედრაზე.

მისი თქმით, ამ ფონზე ჩნდება ბევრი კითხვა, მათ შორის, ის, თუ ვინ კარნახობდა კრამონს იმ განცხადებებს, რომელიც მან საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებით არაერთხელ გააკეთა.

„რამდენად მორალურია ამ ქალბატონის მხრიდან მსგავსი განცხადებების გაკეთება, [როდესაც ხელისუფლებას პრორუსულობაში ადანაშაულებდა] მითუმეტეს ახლა, როდესაც ეს ინფორმაცია ხდება ცნობილი, რომ მას უშუალოდ ჰქონდა კომუნიკაცია და მოლაპარაკებები იმ ადამიანთან, რომელიც „პოლიტიკოს“ მიერ არის მხილებული როგორც რუსული ინტერესების გამტარებელი და „ეფესბეს“ წარმომადგენლებთან დაკავშირებული პირი?

ჩნდება მრავალი კითხვა იგივე კრამონის ადრეულ განცხადებებთან დაკავშირებით, რა იყო ამ განცხადებების საფუძველი და ვისგან იყო ეს განცხადებები ნაკარნახევი“, – აღნიშნა მიქანაძემ.

Politico-ს ინფორმაციით, სადაზვერვო მონაცემების თანახმად, 2023 წლის ოქტომბერში სერბეთის მოქალაქე ნოვიცა ანტიჩი – აქტიური „გავლენის აგენტი“, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს რუსეთის უსაფრთხოების სამსახურთან – ბრიუსელში ევროპარლამენტარებს შეხვდა. მათ შორის იყვნენ გერმანელი ვიოლა ფონ კრამონი („მწვანეები“), იტალიელი ალესანდრა მორეტი („სოციალისტები და დემოკრატები“) და სლოვაკი ვლადიმირ ბილჩიკი („ევროპის სახალხო პარტია“).