,,მაქსიმალურად გამოიყენეთ ყველა საშუალება, ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად” – ბლინკენი

18
spot_img

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ისრაელს მოუწოდა, მაქსიმალურად გამოიყენოს ყველა შესაძლო საშუალება ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად.

“ისრაელმა უნდა გამოიყენოს ყველა შესაძლო საშუალება, ყველა შესაძლო მეთოდი იმ ადამიანებისთვის დახმარების მისაწოდებლად, ვისაც ეს სჭირდება”, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

სახელმწიფო მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს მეტი სასაზღვრო პუნქტის გახსნასა და მეტი დახმარების გაგზავნას მოითხოვს.

ბლინკენმა ასევე განაცხადა, რომ ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და მძევლების დაბრუნების შესაძლებლობა არსებობს.