“ვინ გვესაუბრება ვეტინგის შესახებ – ურეიტინგო პოლიტიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებიც ვერ გავარკვიეთ ზოგადად ვისი წარმომადგენლები არიან”

21
spot_img

ვინ გვესაუბრება მოსამართლეების კომპეტენციისა და კეთილსინდისიერების შესახებ და ვეტინგის შესახებ – ურეიტინგო პოლიტიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებიც ვერ გავარკვიეთ ზოგადად ვისი წარმომადგენლები არიან, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა განაცხადა.

„დანამდვილებით ვიცით, რომ ისინი არ წარმოადგენენ არც ქართველ ხალხს, არც ჩვენს ქვეყანას და სამწუხაროდ, ამა ადამიანებზე დაყრდნობით თუ რომელიმე ჩვენი პარტნიორი ქვეყნის საელჩო დააპრიორიტეტებს იმ მოსამართლეებს, რომლებიც ამ კამპანიაში მონაწილეობენ, ანტისასამართლოს კამპანიაში და გარკვეულწილად სხვა მოსამართლეების მიმართ დისკრიმინაციულები იქნებიან, ნამდვილად ძალიან სამწუხარო იქნება“, – აღნიშნა წილოსანმა.