დმანისში, ფიზიკური დაპირისპირებისას ორი პირი დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით 1 პირი ცხელ კვალზე დააკავეს.
შემთხვევა გუშინ მოხდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.