‘”უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე – „ქართულ ოცნებას“ ეს დასჭირდა იმისთვის, რომ ერთმანეთს დაუპირისპიროს ქართული საზოგადოება, გაყოს ორ 2 ნაწილად”-გიორგი გახარია

28
spot_img

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას შეფასებით, ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის კვლავ დააინიცირება დასჭირდა იმისთვის, რომ ქართული საზოგადოება დააპირისპიროს და დაჰყოს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, „ქართულ ოცნებას“ ეს რადიკალიზაციისთვის სჭირდება.

„ქართულ ოცნებას“ ეს დასჭირდა იმისთვის, რომ ერთმანეთს დაუპირისპიროს ქართული საზოგადოება, გაყოს ის 2 ნაწილად. ვიღაცას დაარქვას უკვე ფორმალურად, იურიდიულად მოღალატე, აგენტი, ვიღაცას დაარქვას პატრიოტი, ეს ის ურთიერთდაპირისპირების გარემოა, რომელშიც მხოლოდ შესაძლებელია, „ქართულმა ოცნებამ“ თავი გადაირჩინოს არჩევნებისთვის, ეს რადიკალიზაცია სჭირდება „ქართულ ოცნებას”, მეტი არაფერი “,-განაცხადა გახარიამ.

გარდა ამისა, მან „ლგბტ პროპაგანდაზეც“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ „სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში ბავშვების მიმართ პროპაგანდა პრობლემაა”. „ამ პრობლემისგან ჩვენ პირველ რიგში, უნდა დავიცვათ ბავშვები და რა თქმა უნდა, ჩვენ ამ განხილვებში მონაწილეობას მივიღებთ”,-განაცხადა გახარიამ.