“რუსეთი და ჩინეთი გააგრძელებენ თანამშრომლობას ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით, როგორც მათი ურთიერთობის მუდმივი განმტკიცების ნაწილი” – სერგეი ლავროვი”რუსეთი და ჩინეთი გააგრძელებენ თანამშრომლობას ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით, როგორც მათი ურთიერთობის მუდმივი განმტკიცების ნაწილი” – სერგეი ლავროვი

8
spot_img

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი და ჩინეთი გააგრძელებენ თანამშრომლობას ტერორიზმთან ბრძოლაში, როგორც მათი ურთიერთობის მუდმივი განმტკიცების ნაწილი. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

„მადლობას ვუხდი ჩინურ მხარეს 22 მარტს მოსკოვის რეგიონში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით მწუხარების გამოხატვისთვის, რუსეთის ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარდაჭერისთვის. ჩვენი თანამშრომლობა ტერორიზმის წინააღმდეგ მომავალშიც გაგრძელდება“, – აღნიშნა ლავროვმა პეკინში, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ვანგ ისთან მოლაპარაკების შემდეგ.

ლავროვმა პეკინში ოფიციალური ვიზიტისას მადლობა გადაუხადა ჩინეთს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებელთა ჯგუფის გაგზავნისთვის.

„ჩვენი ლიდერების წყალობით, რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობები ყოვლისმომცველი პარტნიორობისა და სტრატეგიული ურთიერთობის უპრეცედენტო დონეს მიაღწია. ვლადიმერ პუტინის ხელახალი არჩევით, მათმა ყოვლისმომცველმა ურთიერთობამ მიიღო დამატებითი გარანტიები“, – აღნიშნა ლავროვმა.