უნგრეთი არ დაბლოკავს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-13 პაკეტს – პიტერ სიიარტო

27
spot_img

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ბუდაპეშტი არ დაბლოკავს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-13 პაკეტს.

უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-13 პაკეტის ყველა ელემენტი, რომელიც „აზიანებს უნგრეთის ინტერესებს“, ამოღებულია, ამიტომ უნგრეთი არ შეეწინააღმდეგება მის დამტკიცებას.

“უნგრეთის ფუნდამენტურ ეკონომიკურ ინტერესებზე გავლენას არ ახდენს სანქციების სიაში შემავალი კონკრეტული ზომები, მაგრამ პრობლემა გაცილებით დიდია: ევროკავშირი აგრძელებს სრულიად წარუმატებელ სტრატეგიას, რომელიც მშვიდობასთან დაახლოების ნაცვლად, მას გვაშორებს”, – დასძინა მან.