უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე ახლა უკიდურესად რთული ვითარება შეიქმნა.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკიდურესად მძიმე ვითარება ზუსტად იქ არის, სადაც რუსულმა საოკუპაციო ძალებმა თავიანთი რეზერვების მაქსიმალური კონცენტრირება მოახდინეს.
“არტილერიის დეფიციტი. ფრონტის საჰაერო თავდაცვისა და შორ მანძილზე მოქმედი იარაღის საჭიროება. ჩვენ მაქსიმალურად ვმუშაობთ პარტნიორებთან, რათა აღვადგინოთ და გავაფართოვოთ მხარდაჭერა”, – განაცხადა უკრაინის ლიდერმა.