ამ დღეებში ჩემი საკითხი ევროპულ დედაქალაქებსა და მიუნხენში რამდენიმე უმაღლესი დონის შეხვედრაზე განიხილეს -მიხეილ სააკაშვილი

51
spot_img

ამ დღეებში ჩემი საკითხი ევროპულ დედაქალაქებსა და მიუნხენში რამდენიმე უმაღლესი დონის შეხვედრაზე განიხილეს. ეს არა მხოლოდ ჩემთვის კეთდება, არამედ საქართველოსთვისა და უკრაინისთვის, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე წერს.

მისი თქმით, მიუნხენის კონფერენციაზე პოლონეთის ახალმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ მისი გათავისუფლებისკენ საჯაროდ მოუწოდა.

„მიუნხენის კონფერენციაზე, ევროპაში საქართველოს მთავარი მოკავშირის – პოლონეთის ახალმა საგარეო მინისტრმა, ჩემი გათავისუფლებისკენ საჯაროდ მოუწოდა. იგივე გააკეთა მის საჯარო გამოსვლაში უკრაინის საგარეო მინისტრმა დმიტრი კულებამ.

ამის გარდა, ამ დღეებში ჩემი საკითხი ევროპულ დედაქალაქებსა და მიუნხენში რამდენიმე უმაღლესი დონის შეხვედრაზე განიხილეს. ეს არა მხოლოდ ჩემთვის კეთდება, არამედ საქართველოსთვისა და უკრაინისთვის. დიდი მადლობა ყველას, ისევე როგორც მადლიერი ვარ სოფო ჯაფარიძისა და სხვა ორგანიზატორების აქტიურობის ხელმოწერების შეგროვების საქმეში და მადლობელი ვარ თითოეული ქართველის, ვინც ხელს აწერს ჩემი გათავისუფლების მოთხოვნას“,- წერს სააკაშვილი.