უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ბუდაპეშტი არ დაბლოკავს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-13 პაკეტს.
უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-13 პაკეტის ყველა ელემენტი, რომელიც „აზიანებს უნგრეთის ინტერესებს“, ამოღებულია, ამიტომ უნგრეთი არ შეეწინააღმდეგება მის დამტკიცებას.
“უნგრეთის ფუნდამენტურ ეკონომიკურ ინტერესებზე გავლენას არ ახდენს სანქციების სიაში შემავალი კონკრეტული ზომები, მაგრამ პრობლემა გაცილებით დიდია: ევროკავშირი აგრძელებს სრულიად წარუმატებელ სტრატეგიას, რომელიც მშვიდობასთან დაახლოების ნაცვლად, მას გვაშორებს”, – დასძინა მან.