“უნდა გავზარდოთ სასაზღვრო ძალების საბრძოლო მზადყოფნა, პირველ რიგში შავ ზღვაში” – პუტინი

17
spot_img

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, აუცილებელია სასაზღვრო ორგანოების საბრძოლო შესაძლებლობებისა და მობილური ჯგუფების ეფექტურობის გაზრდა არა მხოლოდ სახმელეთო, არამედ საზღვაო მიმართულებებითაც.

„ჩვენ კიდევ უფრო უნდა გავზარდოთ სასაზღვრო უწყებების საბრძოლო შესაძლებლობები და მობილური ჯგუფების ეფექტურობა არა მხოლოდ სახმელეთო, არამედ საზღვაო მიმართულებითაც. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს დღეს შავ ზღვას ეხება”, – განაცხადა პუტინმა რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის საბჭოს გაფართოებულ შეხვედრაზე.