“მოსკოვისთვის ცნობილია ნატო-ს სურვილი, რომ გააფართოოს თავისი გავლენა კავკასიაში და არასტაბილურობა შემატოს რეგიონს”

62
spot_img

კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა კომენტარი გააკეთა ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის კავკასიაში ვიზიტზე. პესკოვის თქმით, მოსკოვისთვის ცნობილია ნატო-ს სურვილი, რომ გააფართოოს თავისი გავლენა და არასტაბილურობა შემატოს რეგიონს.

„ჩვენთვის კარგადაა ცნობილი ნატო-ს ზოგადი მისწრაფებები, რომ გააძლიეროს თავისი კავკასიაში ყოფნა და ეს შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს. მისი გავლენები, ნაკლებ სავარაუდოა, რომ სტაბილურობას შემატებს კავკასიას და სიტუაციის პროგნოზირებადობას“, – თქვა პესკოვმა.

მისივე თქმით, რუსეთი აპირებს, ყურადღება გაამახვილოს ორმხრივ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის ინსტრუმენტებზე, რომლებიც რუსეთს აქვს რეგიონის ქვეყნებთან.