“თავდაცვის სფეროში სომხეთის ურთიერთობების 95-97 პროცენტს რუსეთთან ურთიერთობა შეადგენდა, არ შეიძლება, ასე გაგრძელდეს”

36
spot_img

ადრე თავდაცვის სფეროში ჩვენი ურთიერთობების 95-97 პროცენტი იყო რუსეთის ფედერაციასთან. ახლა ეს არ შეიძლება, ასე გაგრძელდეს როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური მიზეზების გამო, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

„ჩვენ უნდა გავიგოთ, როგორი ურთიერთობა გვაქვს ამ კუთხით, მაგალითად, ინდოეთთან“, – აღნიშნა ფაშინიანმა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, სომხეთმა იცოდეს, თავდაცვის სფეროში რა სახის ურთიერთობა ექნება ირანთან, საქართველოსთან, აშშ-თან, შეიცვლება თუ არა ურთიერთობები რუსეთთან.

მისივე თქმით, აუცილებელია სამხედრო რეფორმა, ჯარის გაძლიერება და სამხედრო მზადყოფნა.

„ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი არმია, მოვიყვანოთ საბრძოლო მზადყოფნაში, რათა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა და ვერავინ გვეტყვის: „რატომ აკეთებ ამას?“ ჩვენ თუ ვაცხადებთ, რომ არმიას ისტორიული სამართლიანობის აღსადგენად ვაძლიერებთ, ჩნდება ძალიან მარტივი კითხვა: „რატომ უნდა დართონ სხვებმა ნება, რომ ეს არმია გაძლიერდეს ისტორიული სამართლიანობის საკითხის გადასაჭრელად?“ – არ არის მიზანშეწონილი, ეს არმია გაძლიერდეს და ამ გაძლიერებულ არმიასთან მოუწიოთ გამკლავება“, – აღნიშნა ფაშინიანმა.