“სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას”

9
spot_img

სტოლტენბერგის განცხადება არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებასთან დაკავშირებით, მოწმობს იმას, რომ ეს არის მთავარი წინაპირობა ევროკავშირსა და NATO-ში გასაწევრიანებლად , – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო ურთიერთობის მიმართულების მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს არა კავკასიურ კონტექსტში, არამედ როგორც ევროკავშირისა და NATO-ს მომავალ წევრ ქვეყანას ისე უნდა მოიხსენიებდნენ.

„გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ კავკასიურ კონტექსტში კი არ მოგვიხსენიებდნენ, არამედ ქვეყნად, სადაც დემოკრატიული რეფორმები ხორციელდება და რომელიც ძალიან მალე გახდება როგორც ევროკავშირის, ისე NATO-ს წევრი. ჩვენ რომ დღეს ამ მიმართულებით ჩამორჩენა და პრობლემები გვაქვს, ისევ კავკასიურ კონტექსტში რომ აღმოვჩნდით, ეს სწორედ ივანიშვილის რეჟიმის დამსახურებაა. სტოლტენბერგმაც ხაზი გაუსვა არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას ზუსტად იმიტომ, რომ ეს არის წინაპირობა იმისათვის, რომ ქართველმა ხალხმა ნაბიჯები ევროკავშირისა და NATO-სკენ გადადგას“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.