ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრეზიდენტი მეხუთე ვადით გახდა

22
spot_img

ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრეზიდენტი მეხუთე ვადით გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხმების 100%-ის დათვლის შემდეგ ოფიციალური შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, ვლადიმერ პუტინმა ხმების 87,28% მოიპოვა და რუსეთის პრეზიდენტი მეხუთე ვადით გახდა.

რუსეთის ცესკოს ცნობით, პუტინს მხარი 75 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა დაუჭირა.

რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, ნიკოლაი ხარიტონოვმა ხმების 4,31% მიიღო, ვლადისლავ დავანკოვმა – ხმების 3.85% და ლეონიდ სლუცკიმ – 3.20%