“ყველა ორგანიზაციას, საელჩოს ვამხელთ, ვინც ლგბტ პროპაგანდას დააფინანსებს” – ირაკლი ზარქუა

45
spot_img

ყველა ორგანიზაციას, საელჩოს ვამხელთ, ვინც დააფინანსებს ლგბტ პროპაგანდას, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

„ლგბტ პროპაგანდა ეს უცხო სხეულია ჩვენთვის, მიუღებელია და არასდროს იქნება მისაღები. ის ევროპული სახელმწიფოები, რომლებიც ახალისებენ რადიკალებს, აფინანსებენ მათ და გვერდში უდგანან, ამით გააფუჭებენ საქართველოსთან ურთიერთობას. ყველა ორგანიზაციას, საელჩოს ვამხელთ, ვინც დააფინანსებს ამ პროპაგანდას. ბუნებრივია, არსებობს გარკვეული უმცირესობები, როგორც რელიგიური, ასევე სექსუალური, ყველას ინტერესი და უფლებაა დაცული“, – აღნიშნა ზარქუამ.

მმართველი გუნდი საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საელჩოებს მოუწოდებს შეწყვიტონ ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელი მოქმედებები. „თბილისი პრაიდის“ ორგანიზებითა და გაეროს განვითარების ფონდის დაფინანსებით გაიმართა სემინარი. განიხილეს, თუ როგორ უნდა გააპროტესტონ მმართველი გუნდის ინიციატივა ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ, მას შემდეგ, რაც ის კანონპროექტად იქცევა. „თბილისი პრაიდის“ გეგმის მიხედვით, კანონპროექტის ირგვლივ სხვადასხვა მიმართულებით ააგებენ კამპანიას. დაიწყება საუბარი, რომ პროექტი რუსულია. გავრცელდება გზავნილები, რომ კანონპროექტი ზღუდავს უფლებებს, მათ შორის ბავშვებისა და შშმ პირების. იტყვიან, რომ წესდება ცენზურა, ერევიან ხელოვნებაში. ერთ-ერთ მთავარ ხაზად აირჩევენ პედოფილიის საკითხს, ასევე, ევროპულ მომავალს. დგინდება სპიკერების სიებიც და მასში უნდა შევიდნენ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები. სემინარის შემდეგ „თბილისი პრაიდისა“ და გაეროს განვითარების ფონდის ურთიერთგამომრიცხავი და განსხვავებული განმარტებები გაკეთდა. პრაიდმა თქვა, რომ იმსჯელეს რუსულ დეზინფორმაციაზე, ხოლო გაეროს განვითარების ფონდმა განმარტა, რომ სემინარი უმცირესობების უფლებებს ეხებოდა.