სოხუმის დე ფაქტო პარლამენტში საკავშირო სახელმწიფოში აფხაზეთის შესვლის საკითხს განიხილავენ

77
spot_img

სოხუმის დე ფაქტო პარლამენტში რუსეთ-ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოში ოკუპირებული აფხაზეთის შესვლის საკითხის განხილვა იგეგმება. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

1-ელ ნოემბერს საერთაშორისო საკითხთა და საპარლამენტაშორისო კავშირების კომიტეტის გაფართოებული სხდომა უნდა გაიმართოს. დღის წესრიგში აღნიშნულია, რომ იგეგმება „პოსტსაბჭოთა სივრცეში მიმდინარე ინტეგრაციულ პროცესებში აფხაზეთის მონაწილეობის საკითხის, კერძოდ, საკავშირო სახელმწიფოში შესვლის შესაძლებლობის განხილვა“. სხვა დეტალები უცნობია.

სოხუმის დე ფაქტო ლიდერმა ასლან ბჟანიამ 2021 წელს განაცხადა, რომ აფხაზეთმა საკუთარი სუვერენიტეტის ნაწილი უნდა დათმოს. 2022 წელს კი მან განაცხადა, რომ აფხაზეთი რუსეთ-ბელარუსის და სხვა ქვეყნების საკავშირო სახელმწიფოს შეუერთდება, რომელიც უკრაინაში ომის შემდეგ შეიქმნება.