„შავი ზღვის რეგიონში სახიფათო ქმედებებზე პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება”- იენს სტოლტენბერგი

61
spot_img

უკრაინა-ნატოს საბჭოს სხდომაზე ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა შავი ზღვის რეგიონში დაზვერვის გაძლიერების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

ნატოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ალიანსმა დაგმო რუსეთის გადაწყვეტილება „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გასვლის შესახებ.

„შავი ზღვის რეგიონში სახიფათო ქმედებებზე პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს საკვების იარაღად გამოყენება, რუსეთის ქმედებები ასევე მნიშვნელოვან რისკებს უქმნის შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობას“, – აცხადებს სტოლტენბერგი.

17 ივლისს რუსეთის ფედერაციამ „შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გასვლის შესახებ განაცხადა. შეთანხმებიდან გასვლის შემდეგ რუსეთის ფედერაციამ არაერთხელ მიიტანა იერიში უკრაინულ პორტებზე.