“ლელოს” გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ, სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა: “ქართული ოცნება” ყოველდღიურად ხელს უშლის ქართველი ხალხის დაბრუნებას ჩვენს ქვეყანაში. “ქართული ოცნება” ყოველდღიურად ხელს უშლის და ეწინააღმდეგება ემიგრაციის შინ დაბრუნებას, რაც არის რუსეთის ინტერესების მსახურება ქართველი ხალხის ინტერესების საზიანოდ. ეს ყველაფერი გამოხატულია იმაში, რომ მოქალაქეები, რომლებიც 90-იანი წლებიდან დღემდე გადახვეწილები იყვნენ ემიგრაციაში, საკუთარი შრომით ემიგრაციიდან ინახავდნენ საქართველოს ეკონომიკას და ოჯახებს, ისინი დღეს ბრუნდებიან რიგი მიზეზების გამო საქართველოში. ეს არის, მათ შორის, რუსეთ უკრაინის ომი, მათ შორის უკრაინიდან, მათ შორის რუსეთიდან და დღეს “ქართული ოცნება” უარით ისტუმრებს ჩვენს თანამემამულეებს, ეროვნებით ქართველ მოქალაქეებს, ადამიანებს, რომლებიც დაბადებული არიან საქართველოს ტერიტორიაზე და მათ ან უბრუნებს მოქალაქეობას ან უარს ეუბნება საერთოდ მოქალაქეების მიღებაზე, ეს არის დანაშაული ქართველი ხალხის და საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. ეს პროცესი ნათლად მიუთითებს, რომლის მთავარი აქტორიც არის “ქართულ ოცნებას” დაქვემდებარებული სუსი, რომელიც მოქალაქეობის კომისიაში ბლოკავს და უარს ეუბნება ჩვენს თანამემამულეებს, ცალსახად მიუთითებს, რომ “ქართული ოცნება” არ არის დაინტერესებული საქართველოში ემიგრაციის დაბრუნების, ადამიანებისა, რომლებიც არიან ეთნიკურად ქართველები ან დაბადებულნი საქართველოს ტერიტორიაზე. საქართველოს პრეზიდენტს მოვუწოდებთ, რომ გამოიყენოს საკუთარი დისკრედიციული უფლება და მყისიერად გადადგას ნაბიჯები იმისთვის, რომ ყველა მსგავს ადამიანს მისცეს მოქალაქეობა დაჩქარებული წესით, რომლებიც ბრუნდებიან შინ, საკუთარ სამშობლოში. სალომე ზურაბიშვილს ამის შესაძლებლობა აქვს, ჩვენ გვაქვს ცალსახა ინფორმაცია, რომ სუსი საკუთარი ე.წ. რეკომენდაციებით ხელს უშლის პრეზიდენტის ადმინისტრაციას მოქალაქეობის მინიჭებაში, მაგრამ პრეზიდენტს უნდა ეყოს გამბედაობა. მთავარი მიზანი არის ის, რომ საქართველოში დაბრუნდნენ ქართველები, მაგრამ ეს წინააღმდეგობა “ქართული ოცნების” ინტერესებს, რომელიც ცდილობს, რომ საქართველო გაივსოს მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის მოქალაქეები, რომელთა ექსპანსია ეკონომიკური თუ სხვა მხრივ, არის თვალსაჩინო, მათ შორის, დედაქალაქში და სხვადასხვა ქალაქებში. “ლელო” იდგება თითოეული იმ ადამიანის გვერდით, რომელიც ეცდება დაბრუნებას საკუთარ სამშობლოში მხარდამხარ მათ შორის ჩვენ გვექნება რამდენიმე სასამართლო პროცესი იმ პირებთან ერთად, ვისაც უკვე უთხრეს უარი საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე.