სერგეი შოიგუ ირანში ჩავიდა

220
spot_img

სერგეი შოიგუს ხელმძღვანელობით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ირანში ჩავიდა, – ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება.

მათივე ინფორმაციით, დაგეგმილია მოლაპარაკებები ირანის ისლამური რესპუბლიკის სამხედრო ხელმძღვანელობასთან.

„ვიზიტის ფარგლებში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია არაერთ მოლაპარაკებას გამართავს რესპუბლიკის სამხედრო ხელმძღვანელობასთან. ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს რუსეთ-ირანის სამხედრო კავშირების განმტკიცებას და გახდება მნიშვნელოვანი ეტაპი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარებაში“, – ნათქვამია განცხადებაში.