რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი, ზურაბ აბაშიძე არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ ვლადიკავკაზში, რუსეთ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს სხდომაზე, რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის გავლით გზის გახსნის შესახებ წინადადება დააყენეს:
არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს. არ ვიცი, ეგ რუსულ მედიას უნდა ჰკითხოთ. არაფერს არ ვადასტურებ, არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს. მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით. არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს, ვერაფერს ვერ დავადასტურებ, – ამბობს აბაშიძე მედიასთან