,,ევროკავშირმა სასწრაფოდ უნდა დაუწესოს სანქციები აზერბაიჯანის პოლიტიკურ ელიტას’- ვიოლა ფონ კრამონი

103
spot_img

ევროკავშირმა სასწრაფოდ უნდა დაუწესოს სანქციები აზერბაიჯანის პოლიტიკურ ელიტას და უზრუნველყოს სომხეთის მთავრობა საჭირო დახმარებით, – განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა, ვიოლა ფონ კრამონმა.

“ალიევის „ანტიტერორისტული ოპერაცია“ მთიან ყარაბაღში არის კოდური სიტყვა სომხების ეთნიკური წმენდისთვის. პუტინმა ალიევს მწვანე შუქი აუნთო ფაშინიანის დემოკრატიული მთავრობის დასამხობად”, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.