დემოკრატიის კვლევის მსოფლიოს მოწინავე ცენტრმა, ორგანიზაციამ „დემოკრატიის მრავალფეროვნება“ სასამართლოს კორუფციული გადაწყვეტილებების ინდექსი გამოაქვეყნა, სადაც სასამართლოს კორუფციისგან თავისუფლებით, საქართველო მსოფლიოში 38-ე ადგილზე გავიდა, ევროპის კონტინენტური ქვეყნების საუკეთესო ოცეულშია, კავკასიასა და შავიზღვისპირეთში ლიდერობს და პოსტსაბჭოთა სივრცის საუკეთესო სამეულში მოხვდა.
უმაღლესი სასამართლოს დამოუკიდებლობის ინდექსით საქართველო ზედიზედ მე -11 წელია დადებითი მოდელური ნიშნით შეფასდა, ბოლო 8 წლის მაქსიმუმზეა, რეგიონში ლიდერობს და ევროკავშირის 3 და ნატოს წევრ 6 ქვეყანას უსწრებს.