“საპარლამენტო არჩევნები ვერ იქნება აღიარებული კონკურენტულ, თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებად, თუ ამ რეჟიმის მთავარი ოპონენტი, მიხეილ სააკაშვილი თავისუფალი და კამპანიაში ჩართული არ იქნება”

16
spot_img

ვერანაირი საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ, თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებად ვერ იქნება აღიარებული, თუ ამ რეჟიმის მთავარი ოპონენტი, მიხეილ სააკაშვილი თავისუფალი და კამპანიაში ჩართული არ იქნება, – ამის შესახებ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

ცისკარიშვილის შეფასებით, იმისათვის, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თავისუფალი იყოს, ამას პოლიტიკური სითამამე და გამბედაობა სჭირდება.

„ერთ ადამიანს შეუძლია მყისიერად მიიღოს გადაწყვეტილება, ამას პოლიტიკური სითამამე და პოლიტიკური გამბედაობა სჭირდება იმისათვის, რომ მესამე პრეზიდენტი თავისუფალი იყოს, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც საპარლამენტო არჩევნები კარს მოგვადგა და ვერანაირი საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ, კონკურენტულ და ლეგიტიმურ არჩევნებად ვერ იქნება აღიარებული, თუ მთავარი ოპონენტი, მთავარი მოწინააღმდეგე ამ რეჟიმის კამპანიაში ჩართული არ იქნება და ამ საარჩევნო პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა, რომლის განცხადებასაც პარტია „ნაციონალური მომსახურების“ პრესსამსახური ავრცელებს.