“საჯაროო რეესტრის გადაწყვეტილება კონსერვატიული მოძრაობის გაუქმების თაობაზე უბრალოდ უკანონოა”-ირაკლი მელაშვილი

95
spot_img

“საჯაროო რეესტრის გადაწყვეტილება კონსერვატიული მოძრაობის გაუქმების თაობაზე უბრალოდ უკანონოა. ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი, არასამართლებრივი, ავტორიტარული სახელმწიფოსკენ, სადაც არა კანონი განსაზღვრავს მოქალაქეების პოლიტიკურ უფლებებს, არამედ, მმართველი პარტიის მიერ დანახული პოლიტიკური მიზანშეწონილობა, მჭირდებოდი, გიყენებდი, აღარ მჭირდება და საერთოდ გაგაუქმებ”- ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში პოლიტიკის ანალიტიკოსი, ირაკლი მელაშვილი   საჯარო რეესტრის მიერ “კონსერვატიული მოძრაობისთვის” რეგისტრაციის გაუქმებას.

📌როგორი მიუღებელიც არ უნდა იყოს ჩემთვის კონსერვატიული მოძრაობა, საჯარო რეესტრს არავითარი უფლება არ ჰქონდა გაეუქმებინა ეს პარტია. ანტიკორუფციული საბჭოს მიმართვის საფუძველზე რეესტრის მიერ პარტიის გაუქმებას, ასეთ პროცედურას საქართველოს კანონმდებლობა უბრალოდ არ იცნობს. არც ერთ ორგანოს ეკითხება ეს საქმე, არც მეორეს.

📌“პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს კანონის 35 მუხლის გვეუბნება:

“პარტიის აკრძალვა შეიძლება მხოლოდ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.”
ამავე კანონის 37 მუხლის თანახმად:

📌” პარტიის საქმიანობა შეიძლება აგრეთვე შეწყდეს რეორგანიზაციის (შერწყმა, შეერთება, გაყოფა) ან თვითლიკვიდაციის საფუძველზე.”

საჯაროო რეესტრის გადაწყვეტილება კონსერვატიული მოძრაობის გაუქმების თაობაზე უბრალოდ უკანონოა. ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი, არასამართლებრივი, ავტორიტარული სახელმწიფოსკენ, სადაც არა კანონი განსაზღვრავს მოქალაქეების პოლიტიკურ უფლებებს, არამედ, მმართველი პარტიის მიერ დანახული პოლიტიკური მიზანშეწონილობა, მჭირდებოდი, გიყენებდი, აღარ მჭირდება და საერთოდ გაგაუქმებ.

📌ცუდი პრეცედენტია, თითქოს კბილს გვისინჯავენ, რა რეაგირება გვექნება ამ აშკარა უკანონობაზე. ამ ამბის ასე უბრალოდ მხოლოდ იმის გამო გატარებამ, რომ საქმე პრორუსულ კონსერვატიულ მოძრაობას ეხება, ხელისუფლებაში დაუსჯელობის სინდრომის კიდევ უფრო მეტად გამყარებას შეიძლება შეუწყოს ხელი, მისი მხრიდან სხვა პარტიების საქმიანობის შეზღუდვის და სხვადასხვა ორგანიზაციებზე პოლიტიკური ძალადობის მსგავსი ფაქტები გამოიწვიოს.

📌P.S. მე მგონი სპეციალურად დაამთხვიეს კობახიძის გერმანიაში ვიზიტს აგენტების კანონის შემობრუნებას, თითქოს დასავლეთს ეუბნებიან, ჩვენ ვართ ბატონო პრორუსები, ყველაზე დიდი პრორუსი პარტია მივაუქმეთო. დედა რა ცალტვინები არიან!- წერს სოციალურ ქსელში პოლიტიკის ანალიტიკოსი, ირაკლი მელაშვილი.