9 აპრილის მემორიალთან 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ

20
x
spot_img

9 აპრილის მემორიალთან 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ.

პარლამენტის წინ მოქალაქეები ყვავილებითა და სანთლებით მიდიან.

9 აპრილის მემორიალთან იმყოფებოდა საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი ირაკლი ბერაია, ასევე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი კობა კობალაძე.

რუსთაველის გამზირზე, მემორიალთან იმყოფებოდა 1989 წლის აქციების რამდენიმე მონაწილეც.

ადგილზე მყოფმა სასულიერო პირმა 9 აპრილს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა.