ნატო უკრაინის კონფლიქტში ბლოკის ჩართვის საფრთხეს აცნობიერებს – რუსეთის საგარეო სამინისტროს წარმომადგენელი

29
spot_img

რუსეთის ფედერაცია იმედოვნებს, რომ უკრაინაში ჯარების გაგზავნის საკითხთან დაკავშირებით ნატო-ში საღი აზრი და თვითგადარჩენის ინსტინქტი გაიმარჯვებს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეორე დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ალექსეი პოლიშჩუკმა განაცხადა.

„თუ უკრაინაში დასავლური ჯარები გამოჩნდება, ნატო-სა და რუსეთს შორის პირდაპირი შეიარაღებული დაპირისპირების რისკი რამდენჯერმე გაიზრდება. ჩვენ არ გვინდა ასეთი განვითარება. ვიმედოვნებთ, რომ საღი აზრი და თვითგადარჩენის ინსტინქტი საბოლოოდ გაიმარჯვებს დასავლეთში“, – აღნიშნა ალექსეი პოლიშჩუკმა.

მისივე თქმით, ნატო-ს ზოგიერთი ქვეყნის მცდელობის მიუხედავად გამოიყენონ ალიანსი რუსეთთან დაპირისპირების ინსტრუმენტად, მისი ხელმძღვანელობის განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, „აცნობიერებს უკრაინის კონფლიქტში ბლოკის ჩართვის პოტენციურ საფრთხეს და ცდილობს დისტანციის შენარჩუნებას“.