რუსულმა ძალებმა ხარკოვზე მორიგი საჰაერო იერიში მიიტანეს – არიან დაღუპულები

58
spot_img

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ქალაქ ხარკოვზე მორიგი საჰაერო იერიში მიიტანეს.

როგორც ხარკოვის მერი იგორ ტერეხოვი იტყობინება, რუსების შეტევის შედეგად არიან როგორც დაღუპულები, ასევე დაშავებულები.

ტერეხოვის თქმით, შეტევის ადგილზე ხანძარი გაჩნდა. ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახური და თანამშრომელი მუშაობს.

„ნანგრევების ქვეშ, შესაძლოა, მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ“, – აცხადებს ტერეხოვი.

ტერეხოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საწარმოს შენობა სერიოზულად დაზიანდა.