საოკუპაციო ძალა თამაზ გინტურის მკვლელობის საქმეზე კვლავ ცინიკურ პოზიციას აფიქსირებს და მკვლელების დასჯას არ აპირებს – სოფელ კირბალში, რუსი ჯარისკაცების მიერ ჩადენილი მკვლელობა ერგნეთის შეხვედრის ცხინვალელმა მონაწილეებმა დღეს ისვე სამხედრო განაწესის დაცვით ახსენეს.
“ჩვენ დავინტერესდით თამაზ გინტურის მკვლელობის ირგვლივ რა ნაბიჯები იქნა გადადგმული რუსეთის ფედერაციის მხრიდან და გვქონდეს თუ არა მოლოდინი, რომ მოხდებოდა სამართლის აღსრულება. სამწუხაროდ, მოვისმინეთ იგივე ცინიკური პოზიცია რაც აქამდე არაერთგზის გააჟღერეს რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა.” განაცხადა თითქმის 6 საათიანი შეხვედრის შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა ირაკლი ანთაძემ.
გარდა ამისა, ირკვევა ისიც, რომ წინა შეხვედრიდან დღემდე, 3 უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტი დაფიქსირდა, თუმცა ანთაძის თქმით, ოკუპანტების დამოკიდებულება ამ საკითხზეც ანალოგიურია:
ჩვენს მიერ დასახელდა ის ლოკაციები, სადაც დაფიქსირდა შეხვედრებს შორის უკანონო ბორდერიზაციის პროცესი ამაზეც სამწუხაროდ, საოკუპაციო ძალების პოზიცია არის უცვლელი. აბსურდული არგუმენტებით ცდილობენ ამ უკიდურესად დესტრუქციული პროცესის ლეგალიზებას.” განაცხადა ანთაძემ.