“მინდა მოგილოცოთ სპორტკომპლექსის გახსნა და გილოცავთ UFC-ის ქამარს, რომელიც რუსთავშია” – ირაკლი კობახიძე

20
spot_img

მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე, სპორტკომპლექსის გახსნა და მინდა მოგილოცოთ UFC-ის ქამარი, რომელიც დღეს რუსთავშია. 4-5 წლის წინაც ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ეს ქამარი რუსთავში იქნებოდა და ამ ქალაქში, ამ ქამარს ეს არაჩვეულებრივი, ღირსეული კაცი, ილია თოფურია ჩამოიტანდა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავში სპორტკომპლექსის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადოთ ილიას და მივულოცოთ მას ეს წარმოუდგენელი წარმატება.

რუსთავი არის გამორჩეული ქალაქი, გამორჩეულად ღირსეული და ნიჭიერი ხალხით. ამის საუკეთესო და თვალსაჩინო მაგალითია ილია თოფურია და ეს ქალაქი ყველაფერს საუკეთესოს იმსახურებს. დღევანდელი დღეც, ამ დარბაზის გახსნაც არის იმის გამოხატულება, რომ მაქსიმალური ზრუნვა არის საჭირო ამ ქალაქზე. ყველას მოგეხსენებათ, რომ სპორტს აქვს ბევრი თვალსაზრისით მნიშვნელობა, რაც ნიშნავს ჯანმრთელობას, ჯანსაღი ცხოვრების წესს, სწორად აზროვნებას და მავნე ჩვევებისგან ადამიანების დაცვას. ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა და უნდა დაეთმოს სპორტის განვითარებას. მადლობას გადავუხდი ინფრასტრუქტურის მინისტრს, რომელმაც სამუშაოები მაღალ დონეზე შეასრულა. მადლობა აზიის განვითარების ბანკს, რომელმაც დააფინანსა ეს პროექტი. მადლობა სპორტის მინისტრს, ამ პროექტის მხარდაჭერისთვის, ასევე რეგიონის გუბერნატორს. რუსთავს ჰყავს გამორჩეული მერი, ნინო ლაცაბიძე, განსაკუთრებული მადლობა მას. ძალიან ხშირად მოგვმართავს ნინო ლაცაბიძე სხვადასხვა საკითხით, რომელიც რუსთავს და რუსთაველებს უკავშირებდა და ყოველთვის ძალიან წარმატებულია ამ საქმეში. მომავალშიც წარმატებას ვუსურვებ მას. რუსთავის დეპუტატებს მადლობა ქალაქზე ზრუნვისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.