საპრეზიდენტო არჩევნების დროს რუსეთის უბნებზე ხანძრის გაჩენის 8 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ რუსეთის ცესკოს თავმჯდომარემ ელა პამფილოვამ განაცხადა. ინფორმაციას rbc.ru ავრცელებს.
პამფილოვას ინფორმაციით, საერთო ჯამში 214 ბიულეტენი იყო დაზიანებული.
ელა პამფილოვა ასევე იუწყება, რომ რუსეთის 20 რეგიონში მოსახლეობამ წინასაარჩევნო ყუთების დაწვა ან იქ სითხის ჩასხმა სცადა.
ასევე რუსეთის ცესკოს თავმჯდომარე საარჩევნო კომისიის საიტზე განხორციელებულ კიბერშეტევებზე იუწყება. მისი თქმით, საერთო ჯაში 18 ათასი ჰაკერული შეტევა განხორციელდა, აქედან 141 რეალურ საფრთხეს წარმოადგენდა.
რუსეთში 15-17 მარტს საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება. დამოუკიდებელი ექსპერტები აცხადებენ, რომ არჩევნების შედეგები წინასწარ ცნობილია და ვლადიმერ პუტინი კვლავ რუსეთის პრეზიდენტი გახდება.