„ეშინიათ, სარდაფში არიან ჩაკეტილები“ – მექსიკა-ამერიკის საზღვრიდან გატაცებული ქართველის ახლობელი

31
spot_img

მექსიკა-ამერიკის საზღვრიდან ნარკოკარტელმა 120 ადამიანი გაიტაცა, გავრცელებული ცნობით, აქედან 30 ქართველია.

 

გატაცებულების ოჯახის წევრებმა ახლობლების გატაცების შესახებ მას შემდეგ გაიგეს, რაც გამტაცებლებმა ერთ-ერთ პირს ტელეფონით სარგებლობის უფლება მისცა.

„სადღაც სარდაფში არიან ჩაკეტილები გატაცებულები, თანხას ითხოვენ. როგორც მეუბნებიან საშინელ პირობებში არიან და ეშინიათ. იარაღებით დარბიანო და ძალიან ცუდ სიტუაციაში ვართო. ჩვენმა ქვეყანამ ყველა გზა უნდა გამონახოს, რომ ეს ადამიანები უვნებლები დაუბრუნდნენ ჩვენს ქვეყანას. სულ გატაცებულია 120 ადამიანი, აქედან 30 ქართველია“, – აცხადებს ერთ-ერთი გატაცებულის ახლობელი.

საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ საელჩო კავშირზეა მექსიკის საიმიგრაციო სამსახურთან და არკვევს მოქალაქეთა ადგილსამყოფელს.