,,საქართველოშიც ბავშვებს ვუყვარვარ, ამიტომ, მათთვის მისაბაძი უნდა ვიყო“ – ხვიჩა კვარაცხელია

16
spot_img

„საქართველოშიც ბავშვებს ვუყვარვარ, ამიტომ, მათთვის მისაბაძი მაგალითი უნდა ვიყო“, – აღნიშნულის შესახებ ქართველმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ სპორტულ გამოცემასთან ინტერვიუში ისაუბრა.

ვრცელი ინტერვიუს ბოლოს ხვიჩას ჰკითხეს, „როგორ შეიცვალა მისი ცხოვრება მას შემდეგ, რაც მისი სახელის ირგვლივ დიდი მღელვარებაა და ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა“.

„ – ეს ძალიან რთულია. ყველა გიყურებს ისე, როგორც სამაგალითოს. საქართველოში ბავშვებს ვუყვარვარ, ამიტომ მათთვის მისაბაძი, მშვიდი და თავმდაბალი ადამიანი უნდა ვიყო. ვცდილობ ყველაფერი გავაკეთო როგორც მოედანზე, ასევე ფეხბურთის გარეთ“, – აცხადებს ხვიჩა კვარაცხელია.