რუსეთის ტაქტიკური ბირთვული იარაღი უკვე ბელარუსის ტერიტორიაზეა – ლუკაშენკო

89
spot_img

ბელარუსის ლიდერმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ რუსეთის ტაქტიკური ბირთვული იარაღის უმეტესი ნაწილი უკვე ბელარუსის ტერიტორიაზეა.

„ბირთვულ იარაღის უმეტესობა უკვე ჩამოტანილია ბელარუსში, არ ვიტყვი რამდენი“, – აღნიშნა ბელარუსის პრეზიდენტმა.

ლუკაშენკომ უარყო, რომ „ვაგნერის“ ძალები იცავენ რუსეთის ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს.

„რუსები და ბელორუსები იცავენ მას. არც ერთი „ვაგნერის“ მებრძოლი არ დაიცავს ბირთვულ იარაღს. ეს ჩვენი ამოცანაა“, – დასძინა ლუკაშენკომ.