მიშა მშვილდაძეს თავს დაესხნენ

136
spot_img

ტელეკომპანია „ფორმულას“ ერთ-ერთ დამფუძნებელი მიშა მშვილდაძე მედიასთან აცხადებს, რომ  უცნობი პირი მას თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.

მშვილდაძის განცხადებით, უცნობი პირი მასზე წაქცევის შემდეგ ფიზიკურ ანგარიშსწორებას განაგრძობდა.

მშვილდაძის თქმით, სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნება და ადგილზე საპატრულო პოლიცია უკვე მოვიდა.

„უცნობი პირი დამესხა თავს კარფურის შესასვლელში. ყურსასმენები მეკეთა, არც გამიგია თუ დამიძახა მანამდე რამე. გვერდით ჩავუარე უბრალოდ, ორი პიროვნება იდგა, არ დავკვირვებივარ მაინც და მაინც, ვეჭვობ, რომ ერთ-ერთი მათგანი გამომეკიდა და პირდაპირ შესასვლელში, სახეში მუშტი დამარტყა. მერე ფეხი წამოვკარი კიბეს და წავიქეცი, წამოდგომა ვერ მოვახერხე და ის უკნიდან ცდილობდა, რომ ერტყა და ერტყა კიდევ.

შესასვლელში კამერა არის. შიგნითაც იქნება სუპერმარკეტში კამერები. სერიოზული დაზიანებები არ მაქვს. შეძახილი, რაც გავიგონე ყურსასმენი, რომ  მოვიხსენი „შენ პატრიარქს როგორ აგინებ“ თუ რაღაც მსგავსი თქვა. სამწუხაროა ძალიან“, – განაცხადა მიშა მშვილდაძემ ჩართვის დროს.