,,რუსული ოცნება არ შეწყვეტს ძალადობას ვიდრე თავ-პირს არ დავალეწავთ ყველას” – ლევან ხაბეიშვილი

124
spot_img

რუსული ოცნება არ შეწყვეტს ძალადობას და ეს გაგრძელდება, ვიდრე თავ-პირს არ დავალეწავთ სახელობითად ყველა პუტინისტ ხელისუფალს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ხაბეიშვილი ეხმაურება „ფორმულას“ ერთ-ერთი დამფუძნებელ მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ფაქტზე და აღნიშნავს, რომ ისე ხდება, როგორც „პუტინის რუსეთში“ .

„16 -17 წლის ბავშვებს ქვები დაუშინეს, სტუდენტები უნივერსიტეტში ჯგუფურად/ჯგროდ სცემეს და კიბეზე დააგორეს, ოპოზიციონერ ლიდერს მიეპარენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ … გავიდა რამდენიმე დღე და ახლა უკვე, ჟურნალისტი სცემეს გამეტებით – მიშა მშვილდაძე.

რამდენიმე დღის წინ ვთქვი და გავიმეორებ: ივანიშვილი აუცილებლად მოკლავს, ესვრის ოპოზიციურად განწყობილ ადამიანს, ზუსტად ისე, როგორც პუტინის რუსეთში. რუსული ოცნება არ შეწყვეტს ძალადობას და ეს გაგრძელდება მანამ, სანამ თავპირს არ დავალეწავთ (აუცილებელი მოგერიების ფარგლებში) სახელობითად ყველა პუტინისტ ხელისუფალს.

ივანიშვილი, კიდევ გააგრძელებს, არ გაჩერდება – მას ქართველის სისხლი სწყურია და მუდმივად მზად არის, ამაში კარგად გადაიხადოს. სოლიდარობა მიშა მშვილდაძეს“, – წერს ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

ტელეკომპანია “ფორმულას” ერთ-ერთი დამფუძნებელი, მიშა მშვილდაძე აცხადებს, რომ თავს დაესხნენ. მშვილდაძის თქმით, თავდასხმა ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის შესასვლელში მოხდა, რა დროსაც მას ფიზიკურად უცნობი პირი გაუსწორდა.