ბელარუსის ლიდერმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ რუსეთის ტაქტიკური ბირთვული იარაღის უმეტესი ნაწილი უკვე ბელარუსის ტერიტორიაზეა.
„ბირთვულ იარაღის უმეტესობა უკვე ჩამოტანილია ბელარუსში, არ ვიტყვი რამდენი“, – აღნიშნა ბელარუსის პრეზიდენტმა.
ლუკაშენკომ უარყო, რომ „ვაგნერის“ ძალები იცავენ რუსეთის ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს.
„რუსები და ბელორუსები იცავენ მას. არც ერთი „ვაგნერის“ მებრძოლი არ დაიცავს ბირთვულ იარაღს. ეს ჩვენი ამოცანაა“, – დასძინა ლუკაშენკომ.