“რუსეთი მზად არის, უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირებისთვის” – სერგეი ლავროვი

31
spot_img

რუსეთი მზად არის, უკრაინაში კონფლიქტის პოლიტიკურ-დიპლომატიური დარეგულირებისთვის რუსეთის ინტერესებისა და მრავალი წლის განმავლობაში შექმნილი რეალიების გათვალისწინებით, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სახელმწიფო დუმაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენ ღია ვრჩებით პოლიტიკურ-დიპლომატიური დარეგულირებისთვის ჩვენი კანონიერი ინტერესების გათვალისწინების საფუძველზე, იმ რეალიების გათვალისწინების საფუძველზე, რომლებიც შეიქმნა მრავალი წლის განმავლობაში და რომლებმაც მოგვიყვანა დღევანდელ სიტუაციამდე“ , – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, მოლაპარაკების მაგიდასთან საუბრისთვის ვარიანტები ჯერ არ ჩანს.

„თუმცა, მათი მხრიდან, ვინც ომი გამოგვიცხადა, სერიოზული შეთავაზებებისა და ჩვენი ინტერესების, ასევე ადგილზე არსებული რეალიების გათვალისწინების სურვილის არქონის პირობებში, მოლაპარაკებების მაგიდასთან საუბარი ჯერ არ გამოვა. ასეთი ვარიანტები არ ჩანს“, – აღნიშნა ლავროვმა.