ირაკლი კობახიძე საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩებს შეხვდა

30
spot_img

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დიპლომატიურ მისიაში გამგზავრებამდე საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩებს შეხვდა.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრები გამართა საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებთან: იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში – არჩილ ძულიაშვილთან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში – პაატა კალანდაძესთან, ქუვეითის სახელმწიფოში – ნოშრევან ლომთათიძესთან, ისრაელის სახელმწიფოში – ზაზა კანდელაკთან, ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში – ზურაბ მჭედლიშვილთან, ინდოეთის რესპუბლიკაში – ვახტანგ ჯაოშვილთან და ესტონეთის რესპუბლიკაში – ზურაბ ხამაშურიძესთან.

ირაკლი კობახიძემ ელჩებთან მათი დიპლომატიური მისიების პრიორიტეტები განიხილა და კონკრეტული დავალებები მისცა. მთავრობის მეთაურმა ახალ ელჩებს დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.