როგორც იქნა, გაბედა ამ ქვეყანამ და ქვეშევრდომივით არ ლაპარაკობს, პარტნიორებსაც მოვუწოდებთ, ნუ დაგვშლით იმას, რაც თქვენთან მოქმედებს ან დაინიცირებულია -მდინარაძე

10
spot_img

იმ ორგანიზაციების კომენტირებას, რომლებიც ჩართულები არიან შავი ფულისთვის ბრძოლაში, აზრი არ აქვს, ისინი იბრძვიან შავი ფულისთვის, ისინი იბრძვიან, რომ საქართველომ დამოუკიდებლად ვერ მიიღოს გადაწყვეტილებები ქვეყნის შიგნით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილმა ხელისუფლებამ უნდა შეძლებს, მიიღოს ის გადაწყვეტილება, რაც სწორად მიაჩნია.

„მთავარია, ჩვენ რა პრინციპის რეალიზების წინაშე ვდგავართ ახლა. ახლა საქართველო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას თუ მიაღებინებენ. ასე დგას საკითხი. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილი ხელისუფლება შეძლებს თუ არა, მიიღოს ის გადაწყვეტილება, რაც სწორად მიაჩნია და რაც არის მიღებული აშშ-ში, ევროკავშირში. ახლა საკითხი დგას ასე – გვეტყვიან და არ გავაკეთებთ,თუ გვეტყვიან და მაინც გავაკეთებთ. ეს სიჯიუტეს კი არ ნიშნავს, ეს ნიშნავს პრინციპულობას, ეროვნულ თავმოყვარეობას, რომ ცალ ფეხზე კი არ უნდა ვიდგეთ, ამ მიდგომა ერთხელ გაამართლა, როცა ცალ ფეხზე არ დავდექით და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. ამ ხალხს უნდა ცალ ფეხზე ვიდგეთ. ამბობენ, მე კი მაქვს, მაგრამ შენ არ უნდა მიიღო, რადგან დააშორებ ქვეყანას ევროპასო, კითხვაზე რატომ, ამაზე პასუხი არ არის, ეს არის შეურაცხმყოფელი. ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ ქვეშევრდომებივით კი არ ვილაპარაკოთ, როგორც იქნა, გაბედა ამ ქვეყანამ, რომ ქვეშევრდომივით არ ლაპარაკობს, ჩვენ უნდა შევძლოთ, თანაბრად, სწორად ველაპარაკოთ ჩვენს პარტნიორებს, ვიდგეთ ორ ფეხზე მყარად და თავი არავის წავაქცევინოთ არანაირი მიმართულებიდან. ეს ნიშნავს, რომ ჩვენს პარტნიორებსაც მოვუწოდებთ და ვთხოვთ, ნუ დაგვშლით იმას, რაც თქვენ მოქმედებს ან დაინიცირებულია. ეს არის სწორი პარტნიორული და მეგობრული დამოკიდებულება“, – განაცხადა მდინარაძემ.