“მეგობარი ქვეყნიდან წამოსული თანხით იყო დაფინანსებული ISFED-ი, რომელმაც მსოფლიო ისტორიაში პირველად მაინც და მაინც საქართველოში გააყალბა PVT, ამიტომ არის გამჭვირვალობა აუცილებელი”

12
spot_img

მეგობარი ქვეყნიდან წამოსული თანხით იყო დაფინანსებული ISFED-ი, რომელმაც მსოფლიო ისტორიაში პირველად მაინც და მაინც საქართველოში გააყალბა PVT. იყო თუ არა დაფინანსებული ISFED-ი დასავლეთიდან? – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მიზნობრიობა იყო არჩევნებზე დაკვირვება და ობიექტური შეფასების დადება, მათ კი გააყალბეს პარალელური დათვლის შედეგები, ამიტომ არის გამჭვირვალობა აუცილებელი.

„ერთ ქვაბში ხარშავს ყველას ამერიკული მსგავსი კანონმდებლობა – იქ არ არის ჩანაწერი, თუ რომელი ქვეყნიდან ითვლება გავლენის აგენტად. ფრანგულზე ამბობდნენ, რომ კანონმდებლობაში მოხსენიებულია რუსეთი, ჩინეთი და ა.შ. – ეს არის ტყუილი. ფრანგულ კანონმდებლობაში მსგავსი ჩანაწერი არ არის. მერე არგუმენტად უთქვამთ, რომ იქ რაღაც განმარტებით ბარათში არის ჩაწერილიო. იქვე სხვა რაღაცებიც არის ჩაწერილი – ყურადღებით წაიკითხეთ. იგივე ტექსტში იცით რა წერია? აშშ-თან დაკავშირებით წერია, ეკონომიკასთან დაკავშირებით პრობლემებს ქმნისო. აშშ-ზე წერია უკრიტიკულესი რამ. ანუ, საფრანგეთი მტრად მიიჩნევს ამერიკას? როგორ ვართ აქ? კანონში მსგავსი არაფერი წერია. მეც გიდასტურებთ, რომ პირველი საფრთხე შეუძლებელია იყოს სხვა მხრიდან, თუ არა ოკუპანტი ქვეყნიდან, მაგრამ როდესაც ოკუპანტის მხრიდან საფრთხეებზე ვლაპარაკობთ, აქ მხოლოდ გამჭვირვალობაზე კი არ არის საუბარი. უსაფრთხოების სამსახურები ცოტა სხვა რეჟიმში მუშაობენ ამ თემებზე. მეტი განცხადება რა გინდათ, თუ განცხადების დონეზე კმაყოფილდებით. მეგობარი ქვეყნიდან წამოსული თანხით იყო დაფინანსებული ISFED-ი, რომელმაც მსოფლიო ისტორიაში პირველად მაინც და მაინც საქართველოში გააყალბა PVT. იყო თუ არა დაფინანსებული ISFED-ი დასავლეთიდან? მიზნობრიობა იყო არჩევნებზე დაკვირვება და ობიექტური შეფასების დადება, მათ კი გააყალბეს. ამიტომ არის გამჭვირვალობა აუცილებელი – იქ როცა ჩაიწერება, რომ მიზანია დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესება, და ვნახავთ, რომ გააყალბა – საზოგადოება გამოიტანს დასკვნებს“, – აღნიშნა მდინარაძემ.