,,აპრიორი მნიშვნელოვანია“ პარტნიორებისათვის სააკაშვილის ჯანმრთელობა და თავისუფლება”- ხაბეიშვილი

50
spot_img

საფრანგეთის ელჩთან ვისაუბრეთ კანდიდატის სტატუსთან მიმართებაში პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლების მნიშვნელობაზე. ასევე, დავუფიქსირეთ ღიად ჩვენი დამოკიდებულება კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, რომ ქართველ ხალხს ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი ყოველ მიზეზ გარეშე და ქართველი ხალხი თავად გავცემთ პასუხს პუტინის კარის ოლიგარქს – ბიძინა ივანიშვილს , – ამის შესახებ განცხადება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარტიის გენერალური მდივანთან, პეტრე ცისკარიშვილთან ერთად საფრანგეთის ელჩთან საქართველოში, შერაზ გარსთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

მისი თქმით, „აპრიორი მნიშვნელოვანია“ პარტნიორებისათვის პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობა და თავისუფლება.

„ყველამ კარგად იცის, რომ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით უნდა იქნას მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება და ამას უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები მიიღებენ და ამ პოლიტიკოსების უმეტესი ნაწილი მხარს უჭერს პრეზიდენტ სააკაშვილის გადაყვანას და მკურნალობას ევროკავშირის ქვეყანაში. ცხადია, ვისაუბრეთ კანდიდატის სტატუსთან მიმართებაში პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლების მნიშვნელობასთან და პირდაპირ ვთქვათ, რომ აბსოლუტურად შეთანხმებულია ყველა, რომ ხელს უშლის კანდიდატის სტატუსის მიღებას პრეზიდენტის ამ მდგომარეობაში ყოფნა. ცივილიზებულ სამყაროში პრეზიდენტის მკვლელებს და მწამებლებს არ ელოდებიან და დიახ, ამ საკითხთან დაკავშირებით გვქონდა საუბარი საფრანგეთის ელჩთან. ასევე, ვისაუბრეთ რუსული პარტიის შესახებ და ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია პუტინისტების, რუსული პარტიის რუსულ მოქმედებებზე, როგორიცაა საპენსიო რეფორმის შეხვედრებზე ქვის სროლა კასპში, საგარეჯოში ძალადობრივი მოქმედებები, ასევე პოლიტიკურ ლიდერებზე თავდასხმების შესახებ ვისაუბრეთ დეტალურად, ისევე, როგორც „ფორმულას“ დამფუძნებელზე მომხდარი დაგეგმილი ძალადობა. დეტალურად ვისაუბრეთ რუსული პარტიის მავნებლურ საქმიანობაზე და ასევე, ცხადია, დავუფიქსირეთ ღიად ჩვენი დამოკიდებულება კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, რომ ქართველ ხალხს ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი ყოველ მიზეზ გარეშე და რომ ქართველი ხალხი თავად გავცემთ პასუხს პუტინის კარის ოლიგარქს – ბიძინა ივანიშვილს“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა