ოპოზიციის განცხადებებს ვეტინგის სისტემაზე „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე მონური ფსიქოლოგიის კლასიკურ ნიმუშად მიიჩნევს. მან „ლელოელი“ ანა ნაცვლიშვილის მხრიდან პოლიტიკის ფეხბურთთან შედარებას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში უპასუხა და ოპონენტს პოლიტიკური ანალიზის უნარი დაუწუნა. ქადაგიძის თქმით, ნაცვლიშვილის პოლიტიკური ანალიზის უნარი „პლანტატორის” დონეზეა დასული და ახლა სპორტთან პარალელებით ცდილობთ სისულელის ახსნას.
„მონური ფსიქოლოგია გაინტერესებთ როგორია?! „ლელოელმა” როზა ლუქსემბურგმა-ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა: – წარმოგიდგენიათ ფეხბურთელებს რომ ეთქვათ, ჩვენ ვართ ისტორიული ევროპა და ჩემპიონატზე მოგებით, კვალიფიკაციის გავლით მოხვედრა ჩვენი შეურაცხყოფაა და ისე მიგვიღეთო?! ვილი სანიოლი უცხოელია და რატომ შეირჩა საქართველოს ნაკრების მწვრთნელად, პროფესიული ნიშნით ხომ?! ევროპის ჩემპიონატზე თამაშისას ფეხბურთელებმა რომ გამოთქვან პრეტენზია: მსაჯი რატომ წყვეტს თამაშის ბედს, ჩვენ თვითონ გადავწყვეტთო, ნორმალურია?! იგივე პარალელია პოლიტიკასთანაც, რადგან „ქართული ოცნება“ ასე ფუთავს საკითხს, თუნდაც „ვეტინგის” შემთხვევაში, რომ უცხოელებმა რატომ უნდა შეგვიმოწმონ მოსამართლეებიო – განაცხადა “ლელოს კდემამოსილება” ნაცვლიშვილმა.
ერიჰაა, ძალიან ცუდადაა ამათი საქმე! გენდერულად შუალედურო, პატივცემულო ანა! რადგან თქვენი პოლიტიკური ანალიზის უნარი „პლანტატორის” დონეზეა დასული და ახლა სპორტთან პარალელებით ცდილობთ მაგ სისულელის ახსნას, ფეხბურთის ენით აგიხსნით: – “უეფაზე” და “ფიფაზე” თუ გსმენიათ რაიმე? ეგ არის ფეხბურთის ევროკავშირიცა და გაეროც, სადაც საქართველო 30 წლის წინ გაწევრიანდა მხოლოდ ერთი წინაპირობით – დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო და ფეხბურთის საერთაშორისოდ აღიარებულ ნორმებს იზიარებდა.
ანუ, თქვენი პოლიტიკური პარალელით – დავით ყიფიანთან უნდა ჩამოსულიყო “უეფას” დელეგატი და ეთქვა, რომ ჯერ „ვეტინგის” წესით გამოვიკვლევთ თქვენი, როგორც კეთილსინდისიერი სპორტსმენის რეპუტაციას, ხოლო ნოდარ ახალკაცი კი ” საერთაშორისო საბჭოს” მიერ შეფასდება, როგორც კომპეტენტური მწვრთნელი და მაგ შემთხვევაში მიგიღებთ ჩვენთანო. აი, დაახლოებით ასეთ სიგიჟეში ხართ გადავარდნილი! თუმცა კარგია, ეგრე გააგრძელეთ და რაც მეტ სისულელეს იტყვით, მით მეტად გამარტივდება თქვენნაირი პარაზიტების გახვეტის პროცესი პოლიტიკური ნაგავსაყრელისკენ!“ – წერს ზურაბ ქადაგიძე.