პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გიორგი ვოლსკის განცხადებით, როდესაც გარკვეული მოსამართლეები უცხო ქვეყნის მხრიდან სარგებლობენ პრივილეგიებით, ეს უნდა განვიხილოთ როგორც გარკვეული პოლიტიკური დემარში.
„შეიძლება რომელიმე მოსამართლე თვლიდეს, რომ საქართველოს სასამართლო და ზოგადად საქართველო იმსახურებს ასეთ დამცირებას, როგორიც არის უცხოური ჩარევა მისი ამა თუ იმ სფეროს ორგანიზებაში, მაგრამ როდესაც ეს ვინმეები გაერთიანებულები არიან გარკვეულ ჯგუფში და სარგებლობენ უცხო ქვეყნის მხრიდან გარკვეული პრივილეგიით, მგზავრობით, რაღაც ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებით, რასაკვირველია, ეს უნდა განვიხილოთ როგორც გარკვეული პოლიტიკური დემარში“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
„ქრონიკის“ წყაროს ინფორმაცია დადასტურდა: ამერიკის საელჩოს იუსტიციისა და მართლმსაჯულების მიმართულების კურატორმა ვეტინგის მომხრე სამი მოსამართლე იტალიაში წაიყვანა.