„ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირის 9 რეკომენდაციის დარღვევა დაიწყო” – ანა ნაცვლიშვილი

15
spot_img

„ლელოს“ დეპუტატის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირის 9 რეკომენდაციის დარღვევა დაიწყო.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს „საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით განუცხადა.

„ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო ევროკავშირის 9 რეკომენდაციის დარღვევა. ის კანონი, რომელსაც ახლა “ქართული ოცნება” მესამე მოსმენით დაუჭერს მხარს, არის ევროკავშირის 9 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი რეკომენდაციის უხეში დარღვევა. ეს ეწინააღმდეგება საქართველოს მოქალაქეების გაცხადებულ ნებას და დავალებას, რომელიც მან მისცა თითოეულ სახელმწიფო ორგანოს. „ქართული ოცნება“ არათუ არ ასრულებს რეკომენდაციებს, არამედ ის უხეშად არღვევს ერთ- ერთ მთავარ რეკომენდაციას. გასაგებია, რომ ამის უკან დგას შიში სამართლიანი არჩევნების მიმართ“,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.