“პრემიერ-მინისტრს ექნება კარგი შესაძლებლობა, რომ ევროპელ პარტნიორებს აჩვენოს, თუ რამდენად საიმედო, მნიშვნელოვანი პარტნიორია რეგიონში საქართველო”

19
spot_img

პრემიერ-მინისტრს ექნება კარგი შესაძლებლობა, რომ ევროპელ პარტნიორებს აჩვენოს, თუ რამდენად საიმედო, მნიშვნელოვანი პარტნიორია რეგიონში საქართველო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

თალაკვაძემ პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„მას [ირაკლი კობახიძეს] აქვს [„ქართული ოცნების“] პოლიტიკური გუნდის სრული მხარდაჭერა ევროინტეგრაციის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე შემდგომი და მნიშვნელოვანი პროგრესის მისაღწევად. დარწმუნებული ვარ, რომ გამოიყენებს ამ ფორმატებს და მოლაპარაკების შესაძლებლობას ჩვენს პარტნიორებთან, რომ განიხილოს შემდგომი რეფორმები. საზოგადოებას რომ ვუთხრათ, რატომ არის ეს ვიზიტი მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ როგორც ასოცირების საბჭოს ფორმატში, ისე ნატო-საქართველოს ფორმატში განიხილება შემდგომი რეფორმები რომელიც ეხება საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას, ვაჭრობას ევროკავშირთან, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მშვიდობიანი გზით და ასევე საქართველოს ევროინტეგრაციას. ამიტომ ველით ახალ, პოზიტიურ სიგნალს და კიდევ უფრო მეტ მხარდაჭერას ევროკავშირის მხრიდან. პრემიერ-მინისტრს ექნება კარგი შესაძლებლობა, რომ ევროპელ პარტნიორებს აჩვენოს, თუ რამდენად საიმედო, მნიშვნელოვანი პარტნიორია რეგიონში საქართველო“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პირველი ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრს დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრები ევროკავშირსა და ნატოში.