“ქართული პარლამენტის წევრები ხართ და მეტი ვერაფერი მოიფიქრეთ სახალხო და ეროვნული?” – ნინო წილოსანი ვაშაძეს და დეკანოიძეს

17
spot_img

დღეს რა პროვოკაციაც მოეწყო ალეკო ელისაშვილის მხრიდან და თქვენგან გადადგმულ ყველა ნაბიჯს ფარდა აეხდება როგორც კი ამ კანონს მივიღებთ და ყველა დაფინანსება სათითაოდ იქნება ნაჩვენები, – ასე მიმართა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა კომიტეტის სხდომაზე ოპოზიციის წარმომადგენლებს.

„ვაშაძე და დეკანოიძე საუბრობდნენ, რომ სტიგმატიზებაო – ქართული პარლამენტის წევრები ხართ და მეტი ვერაფერი მოიფიქრეთ სახალხო და ეროვნული, რომ ერთს გერქვას „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“ და მეორეს – „ევრო ოპტიმისტები“. რა სტიგმატიზებაზე ლაპარაკობთ?! ევროკავშირში შევდივართ და „ევროპის ინტერესების გამტარებელი“ რომ ერქვას ორგანიზაციას ვფიქრობ, მოხარულები უნდა ვიყოთ რუსეთისგან თუ არ იღებთ თანხებს. თუ რუსეთისგან იღებთ ეგეც გვითხარი და თქვენს მდგომარეობაში შევალთ“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა დილიდან მიმდინარეობს. დეპუტატებს კანონპროექტის დეტალები „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გააცნო. კითხვებზე პასუხის გაცემის პროცესში კანონპროექტის განხილვა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.